უნგრეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 8 თებერვლამდე გახანგრძლივდა

უნგრეთში კორონავირუსის მეორე ტალღასთან ბრძოლის ფარგლებში დაწესებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 8 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

ქვეყანაში ამჟამად მოქმედი შეზღუდვების ვადა 11 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო, რომლის ფარგლებში მოქმედებს ე.წ. კომენდანტის საათი 20:00 საათიდან 05:00 საათამდე, შეკრების აკრძალვა, საგანმანათლებლო დაწესებულებების დისტანციურ რეჟიმში სწავლება.

უნგრეთში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაღალი მაჩვენებელი სექტემბრიდან ფიქსირდებოდა, თუმცა, ვიქტორ ორბანის მთავრობამ შეზღუდვები მხოლოდ ნოემბრის დასაწყისში შემოიღო.

დღეს ქვეყანაში 4 200 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 99 პაციენტი გარდაიცვალა, ამჟამად 7 500 ადამიანია ჰოსპიტალიზებული.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, უნგრეთში ვირუსს, ჯამურად, 3 380 ადამიანი შეეწირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები