მაიკ პომპეო: რუსული ოკუპაციის პირობებში, საქართველოს სუვერენიტეტისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, რუსული ოკუპაციის პირობებში, საქართველოს სუვერენიტეტისადმი ამერიკის მხარდაჭერა ურყევია. ამის შესახებ მან „ტვიტერში“ დაწერა.

„მოხარული ვარ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დღეს თბილისში შეხვედრით. აშშ-ის ურთიერთთანამშრომლობა საქართველოსთან უპირველესი მნიშვნელობისაა და, რუსული ოკუპაციის პირობებში, საქართველოს სუვერენიტეტისადმი ჩვენი მხარდაჭერა ურყევია“, – წერს მაიკ პომპეო.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები