საფრანგეთი ევროპაში პირველი ქვეყანაა, სადაც კოვიდ 19-ით ინფიცირების მაჩვენებელმა 2 მილიონს გადააჭარბა

საფრანგეთმა კორონავირუსით ინფიცირების 2 მილიონიან ზღურბლს გადააბიჯა. განახლებული სტატისტიკის მიხედვით, რესპუბლიკაში 2 087 183 დადასტურებული შემთხვევაა.

აღნიშნული მაჩვენებლით საფრანგეთი ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც 2-მილიონიან მაჩვენებელს მიაღწია. მას ევროპაში მოსდევს ესპანეთი 1 510 023 ინფიცირებულით, ბრიტანეთი – 1 414 359 და იტალია, სადაც 1 238 072 დადასტურებული შემთხვევაა.

ასევე, აღსანიშნავია, რომ, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ამ მაჩვენებლით საფრანგეთი უკვე მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. მას უსწრებს აშშ, ინდოეთი და ბრაზილია.

ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში 45 222 შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღესთან შედარებით 10 ათასით მეტია.

ასევე, განახლებული სტატისტიკის მიხედვით, ვირუსს კიდევ 437 ადამიანი შეეწირა, ეპიდემიის დაწყებიდან კი 46 273 ლეტალური შემთხვევაა.

რეანიმაციულ განყოფილებაში 4 854 ადამიანია მოთავსებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები