კახაბერ კუჭავა: “ნაცმოძრაობა” ვერ მალავს თვალთმაქცურ ევროპელობას, რომლის წარმოჩენასაც ცდილობენ სიტყვებით, თუმცა, ქმედებებით შორს არიან ევროპული ღირებულებებისგან
“ნაციონალური მოძრაობა” ვერ მალავს თვალთმაქცურ ევროპელობას, რომლის წარმოჩენასაც ცდილობენ სიტყვებით, თუმცა, ქმედებებით ევროპული ღირებულებებისგან შორს არიან”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, კახაბერ კუჭავამ ტვ “იმედის” ეთერში.
მან სტრასბურგის სასამართლოსა და ევროსაბჭოს მიმართ განხორციელებული მსგავსი შეტევები გაიხსენა ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.
„ტინი კოქსი გახლავთ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთ-ერთი გამორჩეული და აქტიური წევრი. მიზეზი, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები იყენებენ, თუ რატომ შეიძლება, ჰქონდეთ მის მიმართ პრეტენზიები, არის ის, რომ ის იყო ერთ-ერთი, ვინც მხარი დაუჭირა რუსეთის დელეგაციის დაბრუნებას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. თუმცა, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს მოხდა ხმათა უმრავლესობით და ამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა მათი მოკავშირე პარტიის ძალიან ბევრმა წევრმაც. მხედველობაში მაქვს ევროპის სახალხო პარტია. ეს არც პირველი ყოფილა და არც ბოლო იქნება. ვგულისხმობ ევროპის ინსტიტუტების შეურაცხყოფასა და მათზე იერიშის მიტანას. ეს არის ის სტრატეგია, რომელსაც ოპოზიცია ირჩევს და ვერ მალავს იმ თვალთმაქცურ ევროპელობას, რომლის წარმოჩენასაც ცდილობენ სიტყვებით, თუმცა ქმედებებით ისინი რეალურად შორს არიან იმ ევროპული ღირებულებებისგან, რომელიც ქართველი ხალხისთვის ძალიან ახლოა”, – განაცხადა კახაბერ კუჭავამ.