პუტინი: ფაშინიანი მოღალატე არ არის

“სომხეთის პრემიერის მიმართ ბრალდება მოღალატეობასთან დაკავშირებით  უსაფუძვლოა”, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

“ფაშინიანის მისამართით ბრალდება რამე ღალატთან დაკავშირებით უსაფუძვლოა”, – თქვა პუტინმა “როსია24”-ის ეთერში.

მისი თქმით, სომხეთის სამთავრობო სტრუქტურები საზოგადოების გახლეჩას ვერ დაუშვებენ.

“ომის ან სამხედრო მოქმედებების განახლების საფრთხის წინაშე მყოფი ქვეყანა თავს ვერ მისცემს უფლებას, ასე მოიქცეს, მათ შორის, ხელისუფლების ორგანიზების სფეროში, რომ საზოგადოება შიგნიდან გაიხლიჩოს. ეს, როგორც მგონია, სრულიად დაუშვებელია, კონტრპროდუქტიული და ძალიან სახიფათო”, – თქვა რუსეთის პირველმა პირმა.

ამასთან, პუტინის თქმით, სომხეთში შექმნილი ვითარება რესპუბლიკის შიდა საქმეა.

“რაც შეეხება შიდაპოლიტიკურ ვითარებას, ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს სომხეთის საქმეა. ის დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოა, სახელმწიფოს აქვს უფლება, ისე წარმართოს საკუთარი საქმეები, როგორც საჭიროდ ჩათვლის”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები