სოზარ სუბარი: სირცხვილია, როდესაც ოპოზიცია პატივს არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს და არ მონაწილეობს მეორე ტურში

“ქართული ოცნების“ სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სოზარ სუბარის განცხადებით, არჩევნების მეორე ტური დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია.

მისივე თქმით, სირცხვილია, როდესაც ოპოზიცია პატივს არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს და მეორე ტურში არ მონაწილეობს.

„დემოკრატიის შემადგენელი ნაწილია მეორე ტური და როდესაც ოპოზიცია პატივს არ სცემს საკუთარ ამომრჩეველს და არ მონაწილეობს მეორე ტურში, ეს უკვე სირცხვილია, მაგრამ როდესაც ისინი აპირებენ ე.წ. სირცხვილის დერეფნების მოწყობას, ეს არა მარტო მათი სირცხვილია, არა მარტო ამომრჩეველზე ძალადობაა, არამედ კანონის სერიოზული დარღვევის რისკებსაც შეიცავს, სისხლის სამართლის დანაშაულის რისკებსაც შეიცავს. გააჩნია, როგორ მოიქცევიან. ოპოზიციის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ეს კარგად გააცნობიერა. იმედია, ,,ნაციონალური მოძრაობაც“ მიხვდება, რომ ამის ჩატარება საღ აზრს და დემოკრატიულ ელემენტარულ სტანდარტს ეწინააღმდეგება“, – განაცხადა სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები