ჯო ბაიდენი: ხალხი დაიხოცება, თუ ტრამპი გარდამავალ პროცესებზე უარს იტყვის

აშშ-ის მომავალმა, 46-ე პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ თუ დონალდ ტრამპი უარს იტყვის გარდამავალ პროცესებში თანამშრომლობაზე, კორონავირუსით გამოწვეული მსხვერპლი ქვეყანაში გაიზრდება.

ბაიდენმა ტრამპის ქმედებას „სრულიად უპასუხისმგებლო” დაარქვა და მოუწოდა მას, აღიაროს, რომ მან საპრეზიდენტო არჩევნები წააგო.
ტრამპის გუნდმა 3 ნოემბრის არჩევნების შემდეგ რამდენიმე შტატში შეიტანა სარჩელი ხმების დათვლასთან დაკავშირებით.

როგორც BBC იტყობინება, ტრამპის გუნდი ცდილობს, რომ სასამართლოებმა გააუქმონ ხმები არასათანადო დათვლის მოტივით, თუმცა, ჯერჯერობით, მსგავსი მცდელობები ჩაიშალა.
ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლგიის 306 ხმა აქვს, ხოლო ტრამპს  – 232.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები