ბელორუსი “აღმოსავლეთ პარტნიორობაში” მონაწილეობას ამცირებს

ბელორუსის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვლადიმირ მაკეის განცხადებით, “აღმოსავლეთ პარტნიორობაში,, ქვეყანა საკუთარ ყოფნას საექსპერტო დონემდე ამცირებს.

მისი თქმით, ამის მიზეზია პარტნიორების პოლიტიზებული მიდგომა.

“აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, შეინიშნება რიგი ინფრასტრუქტურული, რეგიონთაშორისი პროექტების პოლიტიზების მცდელობას. ამიტომ გადავწყვიტეთ, ბელორუსის ინიციატივაში ყოფნა საექსპერტო დონემდე შემცირდეს”, – აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ღონისძიებებზე ბელორუსი წარმოდგენილი იქნება არა მინისტრების მიერ, არამედ – მათი ექსპერტების დონეზე. სამიტის გამართვის შემთხვევაში, ბელორუსთან დაკაშირებული საკითხების განხილვა მოხდება ევროკავშირში ქვეყნის მუდმივი წარმომადგენლის დონეზე.

გარდა ამისა, მაკეის თქმით, ბელორუსი ადამიანის უფლებების საკითხზე ევროკავშირთან დიალოგს შეაჩერებს.

“აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის წევრები არიან: საქართველო, აზერბაიჯანი, ბელორუსი, სომხეთი, მოლდოვა და უკრაინა. ინიციატივას საფუძველი 2009 წელს ჩაეყარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები