ზაალ უდუმაშვილი: ოპოზიციიდან არცერთი კანდიდატი მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს და ვისთვის ატარებენ, გაუგებარია
“ჩაატარონ ეს მეორე ტური თავისთვის. არცერთი კანდიდატი ოპოზიციიდან მონაწილეობას არ მიიღებს და ვისთვის ატარებენ, გაუგებარია”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, ასევე უცვლელია ოპოზიციის პოზიცია პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით.
“ჩაატარონ ეს მეორე ტური თავისთვის. არცერთი კანდიდატი ოპოზიციიდან მონაწილეობას არ მიიღებს და ვისთვის ატარებენ, გაუგებარია. თვითონ იციან თავისი საქმე. ყველა ის პარტია, რომელიც ამ მოლაპარაკებებში მონაწილეობს, არცერთი მათგანი არ გეგმავს პარლამენტში შესვლას და ეს არის მყარი პოზიცია თითოეული პარტიის”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 21 ნოემბერს გაიმართება.