ლავროვმა ყარაბაღთან დაკავშირებით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას უპასუხა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის იმ განცხადებას პასუხობს, რომლის მიხედვით, აშშ და საფრანგეთი, როგორც ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების საკითხში მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები, რუსეთს მოუწოდებენ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ კონფლიქტის დარეგულირებაში თურქეთის როლის შესახებ.

ლავროვი აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარია ამის მოსმენა, რადგან ყველა დეტალი მხარეებისთვის დიპლომატიური არხებით იყო ცნობილი.

“ამის მოსმენა მეუცნაურება. მართალი გითხრათ, ვფიქრობ, ამგვარი განცხადებები ან იმ ადამიანების არაინფორმირებულობას ავლენს, ვინც ასეთ განცხადებას აკეთებს, ან გაუგებრობის შედეგია”, – თქვა მან.

რუსეთის პირველი დიპლომატის თქმით, ამერიკული მხარე მოვლენების შესახებ ყველა დონეზე იყო ინფორმირებული.

“ბოლო 10 დღის განმვალობაში ყარაბაღის თემა დაწვრილებით ორჯერ განიხილებოდა რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის, მეც, ერთი საათის განმავლობაში ვსაუბრობდი საკითხზე ფრანგ კოლეგასთან”, – თქვა ლავროვმა და ხაზი გაუსვა, რომ “მოსკოვი არ დაუშვებს,  მოხდეს იმ შეთანხმების რევიზია, რომელიც მიღწეულია. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ასეთი მცდელობა არ იყოს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები