ოზურგეთის სოფლებში: ცხემლისხიდში, დვაბზუსა და მშვიდობაურში წყლის სისტემების მშენებლობას 12 მილიონი მოხმარდება

წყალმომარგების კომპანიამ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ცხემლისხიდის, დვაბზუსა და მშვიდობაურის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტირება-მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, ტენდერში მონაწილეობის მსურველები წინადადებების წარდგენას 22 – დან 27 ნოემბრის ჩათვლით შეძლებენ. სამუშაოების ღირებულება 12 მილიონ ლარზე მეტია. გამარჯვებულმა კომპანიამ პროექტი 24 თვეში უნდა დაასრულოს.

,,აღნიშნულ სოფლებში წყლის ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. არსებული სატუმბო სადგური და რეზერვუარი არ ფუნქციონირებს. გამომდინარე აქედან, მოსახლეობა სასმელ წყალს ინდივიდური ჭებისა და მცირე წყაროების მეშვეობით იღებს.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სათავე ნაგებობები და რეზერვუარები, ასევე, გამრიცხველიანდება მოსახლეობა.

სამუშაოების შედეგად, აღნიშნული სოფლების მოსახლეობა, ჯამურად, 1 800 ადამიანზე მეტი 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით შეძლებს სარგებლობას”, – ნათქვამია წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები