სომხეთის პრეზიდენტი ფაშინიანს მოუწოდებს, ძალაუფლება ეროვნული ერთობის მთავრობას გადასცეს

სომხეთის პრეზიდენტი, არმენ სარქსიანი აცხადებს, რომ საჭიროა, ძალაუფლება “ეროვნული თანხმობის მთავრობას” გადაეცეს, რომელიც ქვეყანაში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს.

ამის შესახებ მან ხალხისადმი ვიდეომიმართვაში განაცხადა.

“მთავრობამ საკუთარი პოტენციალი ობიექტურად უნდა შეაფასოს და უმოკლეს ვადებში წარადგინოს სამოქმედო რუკა რიგი საკონსტიტუციო პროცესების ჩატარებისთვის, რომლის შედეგი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა. იქამდე კი, ძალაუფლება ქვეყანაში უნდა გადავიდეს ეროვნული თანხმობის მთავრობის ხელში, რომელიც მაღალი კვალიფიციურობით გამოირჩევა”, – აღნიშნა მან.

მანამდე სარქსიანმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრისა და სამხედრო პოლიციის მეთაურის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს მოაწერა ხელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები