“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ამომრჩევლებს 21 ნოემბერს არჩევნების მეორე ტურში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
მისივე თქმით, გამარჯვება გარდაუვალია.
“ქართული ოცნების” ყველა ამომრჩეველს კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და მოვუწოდებთ, არ შევიდნენ შეცდომაში ოპოზიციის სპეკულაციური განცხადებების გამო და შაბათს, 21 ნოემბერს მივიდნენ საარჩევნო უბნებში და მხარი დაუჭირონ “ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატს და დარწმუნებულები ვართ, რომ გამარჯვება იქნება გარდაუვალი. მიუხედავად მათი განცხადებებისა, ოპოზიცია მაინც მუშაობს თავისი აგიტატორების მეშვეობით ველზე, როგორც ამას პარტიული სუბიექტები იძახიან. ისინი ზოგიერთ საარჩევნო მაჟორიტარულ ოლქში აორმაგებენ კიდევაც, ორგან დაფიქსირდა ასეთი ფაქტი მათი აგიტატორების რაოდენობის. ასე რომ, მათი განცხადებები აცდენილია მათი მოქმედებებიდან”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.