ფაშინიანმა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სომხეთის პრემიერმინისტრმა თანამდებობიდან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოგრაბ მნაცაკიანი გაათავისუფლა.

​ამის შესახებ ფაშინიანმა მმართველი პარტიის – “ჩემი ნაბიჯის” ფრაქციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

“გადავწყვიტე, თანამდებობიდან ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი გავათავისუფლო. დღის წესრიგში შუშა, როგორც ომის დასასრულის დასაწყისი იყო და ეს უტყუარი ფაქტია. როდესაც მშვიდობიან პროცესზე საუბრობენ, თუ ასეთი კარგი ვარიანტი ჰქონდათ, რატომ არ გადაწყვიტეს ის უკანასკნელი 30 და ბოლო 2,5 წლის განმავლობაში”, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.

როგორც მინისტრის გათავისუფლებამდე ფაშინიანმა განაცხადა,  ჯერ კიდევ 2016 წელს ერევანში არსებობდა გეგმა, რომ ტერიტორიების ნაწილი ბაქოსთვის გადაეცათ, მათ შორის, შუშა.

სომხეთის პრემიერის ამ განცხადებას საგარეო უწყების პრესმდივანი, ანა ნაგდალიანი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ ეს სიტყვები სიმართლეს არ შეესაბამება და რომ ყარაბაღთან დაკავშირებით მოლაპარაკებების არცერთ ეტაპზე ქალაქზე უარის თქმის საკითხი არ დამდგარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები