“ეს კორუფციასთან ბრძოლის მკაფიო მოწოდებაა” – ევროკომისიის პრეზიდენტი მაია სანდუს ულოცავს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და რესპუბლიკის მხარდაჭერის მზაობა გამოთქვა.

ამის შესახებ მან Twitter-ის გვერდზე დაწერა.

“მაია სანდუს ვულოცავთ. თქვენი გამარჯვება  კორუფციასა და კანონის უზენაესობის მიმართ პატივისცემის აღდგენასთან ბრძოლის მკაფიო მოწოდებაა. ეს აყვავებისკენ გადადგმული ნაბიჯია. ევროკავშირი მზად არის, მხარი მოლდოვას დაუჭიროს”, – დაწერა დიპლომატმა.

ევროსაბჭოს თავმჯდომარე, შარ მიშელი მისალოც განცხადებაში აღნიშნავს, რომ ევროსაბჭო მზად არის, მოლდოვასთან მჭიდრო თანამშრომლობა გააქტიუროს, რომელმაც “სამართლიანობის, კორუფციასთან ბრძოლისა და მეტად სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბების გზა აირჩია”.

დღეს მოლდოვის ცესკო-მ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შედეგი გამოაქვეყნდა, რომლის მიხედვით ქვეყნის პრეზიდენტად მაია საუნდი იქნა არჩეული.

სანდუმ ხმების 57,75%, ხოლო მისმა კონკურენტმა იგორ დოდონმა​ 42,25% მოიპოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები