ბოკერია – მელიას ოფისის დაწვაზე: ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ თავისუფლებაზე

“ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ თავისუფლებაზე”, – ასე აფასებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია გლდანში ნიკა მელიას ოფისის დაწვას.

“ესეც არის გამოვლინება იმ ძალიან სახიფათო ვითარებისა, რაც ივანიშვილმა შექმნა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს ძალადობა პირდაპირ ან ირიბად წახალისებულია ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან და არის თავდასხმა არა ერთ რომელიმე პოლიტიკურ ფიგურაზე ან ერთ შტაბზე, არამედ – ჩვენი მოქალაქეების ფუნდამენტურ უფლებაზე, რომ თვითონ აირჩიონ მთავრობა. ეს არის თავდასხმა პოლიტიკურ თავისუფლებაზე. ძალიან ცუდად დაამთავრებს ივანიშვილი ამ მეთოდებით გაგრძელების შემთხვევაში”, – განაცხადა ბოკერიამ.

ცნობისთვის, გლდანში “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარისა და გლდანის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო ოფისი დაწვეს. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით, 06:00 საათზე ოფისს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს. დამწვარია ოფისის ნაწილი.

როგორც ,,კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები