ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან წასვლას არ აპირებს

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ მის დღის წესრიგში შედის ქვეყანაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა.

ამის შესახებ მან ონლაინ პრესკონფერენციის დროს ოპოზიციის მოთხოვნის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს.

“ჩემს დღის წესრიგში მხოლოდ სომხეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა. სხვა საკითხი ჩემს დღის წესრიგში არ განიხილება”, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები