სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურას აწესრიგებენ

საქართველოს მელიორაცია ასპინძის მუნიციპალიტეტში სარო-ხიზაბავრას მექანიკური მორწყვის სარწყავი სისტემის 2-ეტაპიან რეაბილიტაციას ახორციელებს.

პირველ ეტაპზე I და II აწევის სატუმბი სადგურებისა და მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია ჩატარდა.

ამჟამად კი, მიმდინარეობს სადაწნეო მილსადენის აღდგენა, რომელიც 1400 მეტრი სიგრძის მილსადენის შეცვლას ითვალისწინებს.

პროექტის განხორციელების შედეგად  აღდგენილი საირიგაციო სისტემის მეშვეობით, სოფლების საროსა და ხიზაბავრას 500 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი მოირწყვება.

პროექტის ღირებულებაა 562 000 ლარი.

სამცხე-ჯავახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს მელიორაციის გენერალური დირექტორი – დავით წითლიძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები