ტრამპი: არჩევნებში გავიმარჯვე!

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში გაიმარჯვა. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ის გვერდზე განათავსა, რაც მოგვიანებით სოციალური ქსელის ადმინისტრაციამ მონიშნა, როგორც შეტყობინება, რომელიც “ოფიციალურ წყაროებს” ეწინააღმდეგება.

“არჩევნებში გავიმარჯვე!”, – დაწერა ტრამპმა.

როგორც მანამდე აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა თქვა,  ჯო ბაიდენმა იმიტომ გაიმარჯვა, რომ შედეგები გაყალბდა. ასევე, აღნიშნა, რომ დამარცხებას არ აღიარებს, რადგან, მისი თქმით, ბაიდენი “ყალბი მედიის” თვალშია გამარჯვებული.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს ჩატარდა. მისი საბოლოო შედეგი 12 დეკემბერს გახდება ცნობილი, თუმცა, ამ დროისთვის არსებული მონაცემით, ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების უმრავლესობა ჯო ბაიდენმა მოიპოვა.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები