მექსიკა – ახალი ქვეყანა სადაც კოვიდინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა

მექსიკა მეთერთმეტე ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. აღნიშნულს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკა მოწმობს.

ამასთანავე მექსიკა მსოფლიში კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა სიაში მეოთხე ადგილს იკავებს. პანდემიის დაწყებიდან ქვეყანაში 98,2 ათასი დაინფიცირებული ადამიანი დაიღუპა. ვითარების დამძიმების გამო მეხიკოს მერმა, კლაუდია შეინბაუმ, განაცხადა, რომ პროგრამა, რომლის თანახმადაც 14 ნოემბრიდან ბარ-რესტორნებმა ორი კვირის ვადით შეაჩერეს მუშაობა, შესაძლოა გახანგრძლივდეს.

მექსიკაში კინოთეატრები, მუზეუმები და სპორტდარბაზები 19:00 საათიდან დაიხურება. მეხიკოში ასევე აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანი შეკრება. გარდა ამისა მექსიკის დედაქალაქში ამოქმედებულია ე.წ. “ჩექ-ინის” სისტემა. დაწესებულებების სტუმრები უნდა დარეგისტრირდნენ საკუთარი ტელეფონის ნომრებით QR-კოდის მეშვეობით. თუ კი მოგვიანებთ აღმოჩნდება, რომ ვინმე კორონავირუსით დაინფიცირდა, სხვა მოქალაქეებს, რომლებიც დაინფიცირებულთან ერთ სივრცეში იმყოფებოდნენ შეტყობინება მიუვათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები