ღაზას სექტორიდან ისრაელის დაბომბვა მოხდა

ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან გვიან ღამის ორი რაკეტის გაშვება მოხდა. ქვეყნის სამხრეთით და ცენტრში საგანგაშო სირენები ჩაირთო, რომელიც საჰაერო თავდასხმის შესახებ იუწყებოდა. აღნიშნულის შესხებ ინფორმაციას გამოცემა “ინტერფაქსი” ისრაელის სამხედრო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით რაკეტების გაუნებელყოფა ვერ მოხერხდა და ისინი ღია სივრცეში ჩამოვარდა. თავდასხმის საპასუხოდ ისრაელის სამხედრო ნაწილმა ჰამასის სამხედრო საგუშაგოებსა და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე მიიტანა იერიში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები