იაპონიაში კორონავირუსით დაინფიცირების ანტირეკორდი კვლავ დაფიქსირდა

იაპონიაში უკვე მესამე დღეა COVID-19-ით დაინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება. უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 1733 ადამიანი დაინფიცირდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი NHK ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

ქვეყანაში დაინფიცირებულთა საერთო რიცხვი 117,9 ათასს შეადგენს. შაბათს გარდაიცვალა 3 ადამიანი, ხოლო დაღუპულთა საერთო რაოდენობა პანდემიის დაწყებიდან 1901 შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები