მე არაფერში მჭირდება, თუ უნდა, ჩამოვიდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც ჟურნალისტებმა სააკაშვილის გუშინდელი განცხადება შეახსენეს და ჰკითხეს, უნდათ თუ არა, რომ ჩამოვიდეს სააკაშვილი.
„არაერთხელ მაქვს მისი მხრიდან ეს განცხადებები მოსმენილი, რომ მე ახლა ჩამოვალ, ახლა ჩამოვალ, რავი, თუ უნდა ჩამოვიდეს… „რაში უნდა მჭირდებოდეს?!“.,” – განაცხადა ჯაფარიძემ :
შეგახსენებთ, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში დღეს რიგით მეორე შეხვედრა იყო, შეხვედრას ცხრა პარტიის ლიდერები ესწრებოდნენ, მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა საქართველოში ევროკავშირის ელჩი.