აზერბაიჯანმა და სომხეთმა დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს

აზერბაიჯანმა და სომხეთმა, რუსეთის შუამავლობით, დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს, რომლებიც ქალაქ შუშასთვის ბრძოლას შეეწირნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

“რუსეთის სამხედროების შუამავლობითა და თანამონაწილეობით, რომლებიც მთიან ყარაბაღში არიან განლაგებულები, განხორციელდა ქალაქ შუშაში დაღუპული სამხედროების ცხედრების მოკვლევა. ამ ჰუმანიტარული აქციის ფარგლებში სომხეთის შეიარაღებული ძალების დაღუპული სამხედრო პირები სომხეთის მხარეს გადაეცა, ასევე ამ აქციის ფარგლებში განხორციელდა აზრბაიჯანის ექვსი დაღუპული სამხედრო პირის გადასვენებაც”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები