მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვმა 53 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით უკვე 53 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა, აღნიშნულ მონაცემებს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

ორი დღის ვადაში 1 მილიონი ადამიანი უფრო მეტი დაინფიცირებული გახდა მსოფლიში. 52 მილიონიან ნიშნულს ვირუსმა 12 ნოემბერს გადააბიჯა. მიმდინარე თვეში საერთო ჯამში 7 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა.

პირველ ხუთეულში სადაც ყველაზე მეტი დაინფიცირებულია შედიან ქვეყნები: აშშ – 10,7 მილიონი ადამიანი, ინდოეთი -8,7 მილიონი ადამიანი, ბრაზილია – 5,8 მილიონი ადამიანი, საფრანგეთი – 1,9 მილიონი ადამიანი, რუსეთი -1,4 მილიონი ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები