ავსტრიაში საკარანტინე ზომები მკაცრდება – არსებული შეზღუდვებით ვირუსს ვერ უმკლავდებიან

ავსტრიაში 16 ნოემბრიდან საკარანტინე ზომები მკაცრდება.

The Local წერს, რომ 12 ნოემბერს ქვეყანაში ახალი შემთხვევების ანტირეკორდი დაფიქსირდა. ერთ დღეში 9568 შემთხვევა გამოვლინდა და მთავრობა მიიჩნევს, რომ 3 ნოემბერს დაწესებული საკარანტინე ზომები არადამაკმაყოფილებელია.

ამასთან, ჯერჯერობით, უცნობია, თუ რა დამატებითი ზომები იქნება შემოღებული.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მაღალი ალბათობით, დაიხურება მაღაზიები, საკვები პროდუქტების გარდა; სილამაზის სალონები და სხვა.

ასევე, სავარაუდოა, რომ სკოლებიც სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავლენ.

ქვეყნის რამდენიმე ფედერალურ მიწაზე აკრძალვები მოქმედებს მოხუცთა თავშესაფრების სტუმრობაზე და შესაძლოა, ეს ზომა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწესდეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები