ირაკლი კობახიძე: როცა ხალხმა მანდატი მოგანიჭა და ამით არ სარგებლობ, საპარლამენტო საქმიანობას არ ეწევი, შესაბამისი პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდე

“პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება პარლამენტში შესაძლოა, უახლოეს მომავალში მოხდეს და საკანონმდებლო ორგანომ მისი განხილვა დეკემბერში დაიწყოს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ლოგიკურია ის, რომ როცა პოლიტიკური პარტია უარს ამბობს ხალხის მიერ მინიჭებულ მანდატზე, მან არ უნდა ისარგებლოს არც იმ პრივილეგიებით, რომელიც ამ მანდატთანაა დაკავშირებული.

„ეს არის ლოგიკური ინიციატივა და მსჯელობა გაგრძელდება. შეიძლება, შესაბამისი კანონპროექტი ინიციატივის სახითაც შევიდეს პარლამენტში, რაზეც შემდეგი მოწვევის პარლამენტი იმსჯელებს. თუ არჩევნების შედეგებს არ აღიარებ, მაშინ ამ არჩევნებთან დაკავშირებულ პრივილეგიებსაც არ უნდა იღებდე, ეს ძალიან მარტივია. როცა ხალხმა მანდატი მოგანიჭა და ამით არ სარგებლობ, საპარლამენტო საქმიანობას არ ეწევი, შესაბამისი პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდე. არგუმენტები არის ძალიან მყარი და ამ ინიციატივის განხილვას გავაგრძელებთ. შეიძლება, პარლამენტში კანონპროექტი ინიციატივის წესით უახლოეს პერიოდში შევიდეს, დეკემბერში კი ასეთ პროექტზე მსჯელობა შემდეგ მოწვევას მოუწევს”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები