სალომე სამადაშვილი – გრიგოლ ვაშაძეზე: როგორი სასიამოვნოა, როდესაც უსმენ ადამიანს და ხვდები, რომ ვიღაცას კიდევ შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში გრიგოლ ვაშაძის გუშინდელ ინტერვიუს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ვაშაძის ინტერვიუ სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო.

„როგორი სასიამოვნოა, როდესაც უსმენ ადამიანს და ხვდები, რომ ვიღაცას კიდევ შეუძლია სახელმწიფოებრივად აზროვნება, ზოგადად, აზროვნება და ორი საწინააღმდეგო აზრის ერთდროულად განთავსება საკუთარ გონებაში.

საოცარი ინტელექტუალური სიღატაკით გამორჩეული პოლიტიკური დისკურსის ფონზე ჩვენ გარშემო, გრიგოლ ვაშაძის დღევანდელი ინტერვიუ ნამდვილად სუფთა ჰაერის ჩასუნთქვა იყო“, – წერს  სალომე სამადაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები