“ჯორჯიან ეარვეის”-მა, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით ფრენები დროებით გააუქმა
“ჯორჯიან ეარვეის”-მა, კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამო, რამდენიმე ქვეყნის მიმართულებით ფრენები დროებით გააუქმა.
ამის შესახებ ინფორმაცია ავიაკომპანიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.
“COVID– ის რეგულაციებისა და რამდენიმე ქვეყნის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ფრენები შემცირდა ნოემბრის თვეში:
22 ნოემბერი – თბილისი-ვენა-თბილისი – გაუქმებულია;
18, 25 ნოემბერი – თბილისი-ბერლინი-თბილისი – გაუქმებულია;
13, 20, 27 ნოემბერი – თბილისი-პარიზი-თბილისი – გაუქმებულია.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს სალაროებსა და გაყიდვების ოფისებს. გადაჯავშნა, ან ვაუჩერის მოთხოვნა შესაძლებელია შემდეგ მეილებზე: info@georgian-airways.com , online@georgian-airways.com.
ბოდიშს გიხდით გამოწვეული დისკომფორტისთვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.