შოთა გულბანი: სავალუტო ფონდის მისია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდ 19-ის ნეგატიური გავლენების შესამცირებლად გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე, დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ საქართველოში გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვა დაასრულა, რომლითაც ცალსახად დადებითად შეაფასა მთავრობის მიერ განხორციელებული ეკონომიკური და სოციალური ღონისძიებები პანდემიის პერიოდში.

„პირველი, რაც უნდა ვიცოდეთ სავალუტო ფონდის მოხსენებასთან დაკავშირებით, არის ის, რომ ფონდი არ გააკეთებს იმგვარ შეფასებას, რაც შესაძლოა, ობიექტურობის ფარგლებს სცდებოდეს. მთავრობის მოქმედებების შეფასებები, ისევე როგორც ეკონომიკური მაჩვენებლების პროგნოზები, ეფუძნება ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების საფუძვლიან გამოკვლევას. შესაბამისად, როდესაც ვკითხულობთ, რომ კრიზისულ პერიოდში საქართველოს მთავრობა ინარჩუნებს ფისკალურ მდგრადობას, ეს გულისხმობს იმას, რომ იმ ფინანსური რესურსების განკარგვა, რომლის მობილიზებაც საქართველოს მთავრობამ შეძლო პანდემიის დროს, მიმდინარეობს ეფექტურად, რაც ხელს უწყობს პოზიტიური მოლოდინების ფორმირებას შემდეგ წლებში,“ – აღნიშნა ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტმა, შოთა გულბანმა.

თავის ,,ფეისბუქგვერდზე” გამოქვეყნებულ პოსტში ექსპერტმა აღნიშნა, რომ სავალუტო ფონდის მისია მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის მიერ კოვიდ 19-ის ნეგატიური გავლენების შესამცირებლად გადადგმულ ნაბიჯებს, ასევე, დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები