სომხეთის ერთი-ერთი პარტიის ლიდერი: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვცადოთ ამ სამარცხვინო შეთანხმების გაუმჯობესება, ამიტომ, ფაშინიანი უნდა გადადგეს

“მომლაპარაკებლის შეცვლის შემთხვევაში, ამ სამარცხვინო დოკუმენტში ცვლილების შეტანა იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა სომხეთის პარტია “სამშობლოს” ლიდერმა, არტურ ვანეციანმა.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ვცადოთ მაინც ამ სამარცხვინო კონტრაქტის გაუმჯობესება. დარწმუნებული ვარ, ეს მოხდება. ამიტომ, მოვუწოდებ ნიკოლ ფაშინიანს, მმართველი ფრაქციის დეპუტატებს – ნუ ებღაუჭებიან ხელისუფლებას, წავიდნენ, ხალხს გადასცენ ძალაუფლება, რომლებიც ამ მძიმე ვითარებაში რაიმე სახის დადებითი შედეგის მიღწევას შეძლებენ”, – თქვა პოლიტიკოსმა.

ვანეციანმა დაასახელა, თუ რა არის ამჟამად ოპოზიციური პარტიების ძირითადი დღის წესრიგი.

“პრემიერმინისტრობის კანდიდატზე არ გვისაუბრია. დღის წესრიგი შემდეგია: ნიკოლ ფაშინიანისა და მთავრობის გადადგომა, ეროვნული თანხმობის მთავრობის ფორმირება, მერე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, როდესაც ყველა პარტია თანაბარ პირობებში შეძლებს არჩევნებში მონაწილეობას, ჩავატაროთ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები