ბექაური – ლომჯარიაზე: სახალხო კი არა, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დამცველი ყოფილა

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე, კახა ბექაური ტელეკომპანია „იმედისა” და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებზე ოპოზიციის ლიდერის თავდასხმის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებას Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

„სახალხო კი არა, ჟურნალისტებზე თავდამსხმელების დამცველი ყოფილა”, – წერს კახა ბექაური.

ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა „იმედის” ჟურნალისტ რუსა შელიას თავს დაესხა.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, „ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიმართვა „იმედის” ჟურნალისტის, რუსა შელიასადმი არ იყო ეთიკური, თუმცა, უგულავას კომენტარი არ გასცდენია გამოხატვის თავისუფლების უფლებით დაცულ ფარგლებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები