ფიქრია ჩიხრაძე: სააკაშვილის ჩამოსვლის არანაირი საჭიროება არ არის, დაწყნარდეს, დამშვიდდეს, ოპოზიცია როგორმე გაიკვალავს თავის გზას თვითონ

„ლელოს“ წევრი, ფიქრია ჩიხრაძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ჩამოსვლის საჭიროება არ არის.

მისივე თქმით, ოპოზიცია როგორმე გაიკვალავს თავის გზას თვითონ.

„მან არაერთხელ მოისმინა, მათ შორის, საკუთარი პოლიტიკური ძალისგანაც, რომ მისი არანაირი ჩამოსვლის, არანაირი ფორმით საჭიროება არ არის. ასე რომ, დაწყნარდეს, დამშვიდდეს, ოპოზიცია როგორმე გაიკვალავს თავის გზას თვითონ. ჩვენ ვერ ავუკრძალავთ მას საკუთარი პოლიტიკური პარტიის დღის წესრიგში ჩარევას, ისევე როგორც ჩვენ ვერ აგვიკრძალავს საკუთარ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ნებისმიერი ჩვენი ლიდერის მონაწილეობას, მაგრამ საერთო ოპოზიციურ გადაწყვეტილებებში, ამ შემთხვევაში ჩვენ მისი პარტიის ოფიციალურ წარმომადგენლებთან ვურთიერთობთ და მათი პოზიცია ჩვენს პოზიციასთან შეჯერებულია“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები