“ოთარ ფარცხალაძეს მთავარი პროკურორის პოსტზე მუშაობით კანონი არ დაურღვევია“

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის თემასთან დაკავშირებით პირველ კომენტარი არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ პრეზენტაციაზე გააკეთა. ივანიშვილის თქმით, ოთარ ფარცხალაძის მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნით კანონი არ დარღვეულა, რადგან ის თანამდებობაზე დანიშვნის მომენტში ბრალდებული არ ყოფილა.
“ფარცხალაძე არ იყო ბრალდებული. არავითარი იურიდიული პროცედურა არ იყო დარღვეული. მას იურიდიულად აღნიშნული პოსტის დაკავება შეეძლო. ის რომ ყოფილიყო მთავარ პროკურორი, კანონი დარღვეული არ იქნებოდა”, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოთარ ფარცხალაძემ მთავარი პროკურორის პოსტი 2013 წლის 30 დეკემბერს, მის ნასამართლეობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები