ანგელა მერკელმა ჯო ბაიდენს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ჯო ბაიდენს აშშ-ის პრეზიდენტად, ხოლო კამალა ჰარისს ვიცეპრეზიდენტად არჩევა მიულოცა, – წერს SPIEGEL-ი.

კანცლერმა გაიხსენა ბაიდენთან “კარგი საუბრები”, ასევე, თქვა, რომ მას მრავალწლიანი პოლიტიკური გამოცდილება აქვს.

კამალა ჰარისზე საუბრისას მერკელმა თქვა, რომ ამ მაღალ თანამდებობაზე, როგორც პირველი ქალი და ორი მიგრანტის შვილი, ის არის აშშ-ში ბევრი ადამიანისთვის შთაგონების წყარო.

მისივე შეფასებით, ამ რთულ დროს ბაიდენმა და ჰარისმა ამომრჩევლისგან დიდი პასუხისმგებლობა მიიღეს.

ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ გერმანია და შეერთებული შტატები ერთად უნდა იყვნენ, რომ თანამედროვეობის გამოწვევებს გაუმკლავდნენ. ასეთ გამოწვევებს შორის მან დაასახელა პანდემია, გლობალური დათბობა და ტერორიზმთან ბრძოლა.

განცხადებაში მერკელს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არც ერთხელ არ უხსენებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები