ჯო ბაიდენმა გამარჯვების შემდეგ საზოგადოებას მიმართა

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ჯო ბაიდენმა საზოგადოებას მიმართა. ამის შესახებ ტელეარხი CNN იუწყება.

“ყველამ, ვინც პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიეცით ხმა, მე მესმის თქვენი იმედგაცრუების. მე თავადაც წავაგე რამდენიმეჯერ, მაგრამ, მოდით ახლა ერთმანეთს შანსი მივცეთ. დროა გვერძე გადავდოთ რიტორიკა, შევამციროთ გრადუსი, ერთმანეთი ხელახლა დავინახოთ და ყური დავუგდოთ”,- განაცხადა ბაიდენმა.

ბაიდენის თქმით ის ყურადღების გამახვილებას COVID-19-თან ბრძოლაზე აპირებს, ასევე მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები