ილჰამ ალიევი: ჩვენ არ შევჩერდებით სანამ ოკუპანტის ფეხი ყარაბაღის მიწებზე დადის

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი განცხადებას ავრცელებს და მიმართავს ყველას, ვინც მოუწოდებს მას, შეაჩეროს ომი ყარაბაღში.

“ყველა ის ქვეყანა, ყველა ის ლიდერი, რომელიც ახლა მირეკავს და მომიწოდებს შევაჩერო საომარი მოქმედებები და ოკუპანტების განადგურება. ყველა ცდილობდით დამმუქრებოდით საკუთარი შიკრიკებით. მე ამას ერთი თვის განმავლობაში ვითმენდი. ახლა მე პირდაპირ ვამბობ: ჩვენ არ შევჩერდებით, სანამ ოკუპანტის ფეხი ყარაბაღის მიწაზე დგას. გავა დრო და ჩვენ მოვიგებთ ომს, მაგრამ მერე, ვინც ახლა ოკუპანტებს უჭერთ მხარს, ჩვენს კაბინეტებთან ირბენთ საკუთარი რჩევებით, ერთობლივი პროექტებით. ფიქრობთ ჩვენ მათ მივიღებთ? არა. დაფიქრდით”,- წერს სოციალურ ქსელში ილჰამ ალიევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები