ლატვიაში მკაცრი კარანტინი წესდება

ლატვიაში 9 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით კორონავირუსთან დაკავშირებით მკაცრი კარანტინი წესდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Delfi ავრცელებს.

ქვეყანაში აკრძალული იქნება ყველა საზოგადოებრივი ღონისძიება, ხოლო საკუთარ სახლებში 10-ზე მეტი ადამიანი შეკრება იკრძალება. დაიხურება კვების ყველა საჯარო დაწესებულება, გასართობი კომპლექსები, სავაჭრო-გასართობი ცენტრები, სილამაზის სალონები და საბავშვო ოთახები.

რელიგიური და საგამოფენო დაწესებულებები ფუნქციონირებას მხოლოდ 06:00 – 22:00 საათებში შეძლებენ. სამუშაო გრაფიკი არ შეეცვლება მხოლოდ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს, ოპტიკებს, წიგნის მაღაზიებს, ცხოველთა კვების მაღაზიებს და ჰიგიენური საშუალებების მაღაზიებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები