აფეთქება ქაბულში – დაღუპულია 3 ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში დღეს, 7 ნოემბერს აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ავღანური ტელეარხის TOLOnews-ის ყოფილი ჟურნალისტი. მომხდარის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივი სამართალდამცავები ავრცელებენ.

მათი ცნობით აფეთქდა ნაღმი, რომელიც ავტომობილზე იყო მიმაგრებული, რომელიც ავღანეთის ცენტრალურ ბანკს ეკუთვნოდა. დაღუპულები, ჟურნალისტის ჩათვლით, ბანკის თანამშრომლები იყვნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები