გიორგი კახიანი: პარლამენტი იქნება ლეგალურიც და ლეგიტიმურიც

„გვყავს დესტრუქციული რადიკალური ოპოზიცია, რომელსაც ეს სცენარი მიჰყავს და ვხედავთ, რომ პატარა პარტიებიც ამ სცენარის თანამონაწილეები ხდებიან,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების” წარმომადგენელმა, გიორგი კახიანმა „რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

მისი შეფასებით, ამ არჩევნების ლეგიტიმურობა მთელმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს.

„როდესაც ოპოზიციური სპექტრი სრულიად უსაფუძვლოდ იძახის, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა და საპარლამენტი საქმიანობაში არ მიიღებენ მონაწილეობას, რბილად რომ ვთქვათ, რა თქმა უნდა, არ არის სასურველი პოლიტიკური მოვლენა. თუმცა, ამ არჩევნების ლეგიტიმურობა მთელმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა აღიარეს დაწყებული ეუთო/ოდირ-იდან, აშშ-ის წარმომადგენლებმაც ისაუბრეს ამაზე და ბევრმა სხვამაც. არჩევნები იყო სამართლიანი, კონკურენტული და ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. პარლამენტი იქნება ლეგალურიც და ლეგიტიმურიც”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები