“ჯორჯიან ეარვეისი” ფრენებს ბერლინის ახალ აეროპორტში განახორციელებს

“ჯორჯიან ეარვეისი” ფრენებს ბერლინის ახალ აეროპორტში შეასრულებს.

პირველი ფრენა ავიაკომპანიამ გუშინ განახორციელა. აქამდე ქართული ავიახაზები ბერლინის მიმართულებით ფრენებს შენეფელდის მიმართულებით ასრულებდა. ახალ აეროპორტში მომსახურების პირობებთან ერთად გარემოც გაუმჯობესებულია. კომპანიის მგზავრებს ახლა უკვე თანამედროვე სტილისა და გაუმჯობესებული ტერმინალი მიიღებს.

“ჯორჯიან ეარვეისის” გენერალური დირექტორი – რომან ბოკერია აცხადებს, რომ ახალი აეროპორტი მგზავრებს უფრო მოსახერხებელ და ლამაზ აღჭურვილობას სთავაზობს.

“ჩვენი მგზავრების უსაფრთხოება და კომფორტი ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ეს აეროპორტი უფრო მოსახერხებელ და ლამაზ აღჭურვილობას სთავაზობს მგზავრებს”, – განაცხადა რომან ბოკერიამ.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები