ხატია დეკანოიძე: სალომე სამადაშვილს კონტაქტი ვისთან ჰქონდა, არ ვიცი, თუმცა, უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ყველა ვიცავთ
“ყველა ადამიანი, რომლებიც ჩართული ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში, კორონავირუსზე ტესტებს ძალიან ხშირად ვიკეთებთ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, მათი მხრიდან რეკომენდაციების დაცვა მაქსიმალურად ხდება.
„სალომეს ვუსურვებ ჯანმრთელობას, იმედია, მალე გამოჯანმრთელდება. ყველა ადამიანი, რომელიც ჩართული ვართ წინასაარჩევნო კამპანიაში, ძალიან ხშირად ვიკეთებთ ტესტებს, რათა რაიმე სიმპტომი არ გამოგვივლინდეს. ამ წუთას ვერ მოგახსენებთ, ვისთან ჰქონდა სალომეს კონტაქტი, ყველა ვიცავთ უსაფრთხოების ძალიან მაღალ სტანდარტებს, ყველა ვართ პირბადით, მათ შორის, განსაკუთრებით, დახურულ შენობაში. თუ რაიმე შეხვედრა გვაქვს და ისედაც, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მუდმივად ვართ ტესტირების რეჟიმში“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, სალომე სამადაშვილს კორონავირუსი გუშინ დაუდასტურდა.