ამირან გამყრელიძე: PCR დიაგნოსტიკასთან ერთად, ვაფართოებთ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ დიაგნოსტიკასაც

“ჩვენ გვაქვს შესაბამისი მარაგები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლშიც შევიდა ცვლილებები, რომ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები შეიძლება, გამოყენებული იყოს და ჩაანაცვლოს PCR ტესტიც, ამიტომ, არეალი უფრო გაფართოვდება”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა დიდი საავადმყოფო სწრაფი სადიაგნოსტიკო საშუალებებით იქნება აღჭურვილი.

„ჩვენ გვაქვს შესაბამისი მარაგები და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლშიც შევიდა ცვლილებები, რომ ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები, შეიძლება გამოყენებული იყოს და ჩაანაცვლოს PCR ტესტიც, ამიტომ, უფრო გაფართოვდება არეალი. ყველა დიდ საავადმყოფოს ექნება სწრაფი სადიაგნოსტიკო საშუალებები, ანუ უფრო ვაფართოებთ ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ დიაგნოსტიკას, რა თქმა უნდა, PCR დიაგნოსტიკასთან ერთად და დღიური გამოყენების მაჩვენებელი ორივესი ერთად, სავარაუდოდ, 14-15 ათასზე ავა, რაც მოგვცემს ინფიცირებულთა სწრაფად გამოვლენის საშუალებას“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები