ირაკლი კობახიძე: დავით გარეჯის საკითხი სენსიტიურია, ამას არჩევნებსა და პოლიტიკასთან პირდაპირი კავშირი ვერ ექნება
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, დავით გარეჯის საკითხი სენსიტიურია და მას არჩევნებსა და პოლიტიკასთან პირდაპირი კავშირი ვერ ექნება.
მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმე საქართველოს ეროვნულ იდენტობას უკავშირდება.
„დავით გარეჯი არის მნიშვნელოვანი სენსიტიური საკითხი, რომელიც უკავშირდება საქართველოს ეროვნულ იდენტობას. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხს საბოლოოდ მოეფინოს ნათელი და ამას არჩევნებსა და პოლიტიკასთან პირდაპირი კავშირი ვერ ექნება“, – აღნიშნა კობახიძემ.