ირაკლი კობახიძე: ოპოზიცია არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადება

“ჩვენ გვაქვს ადგილობრივი შტაბებიდან შემოსული ინფორმაცია, რომ ოპოზიციას მეორე ტურისთვის მზადება დაწყებული აქვს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ  ჟურნალისტებს განუცხადა.

„ოპოზიციას მეორე ტურისთვის მზადება დაწყებული აქვს, ასეთი ინფორმაცია გვაქვს კახეთიდან, ზუგდიდიდან და, ასევე, თბილისის ოლქებიდან. ვიცით, რომ მიმდინარეობს აგიტატორების მობილიზაცია და ა.შ.“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები