ფილმის სცენარი – „სიჩუმის ქაოსი“ სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე წარსადგენად შეირჩა

ნინა შაბურიშვილის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმის სცენარი – „სიჩუმის ქაოსი“ შეირჩა სტამბოლის საერთაშორისო კინოფესტივალის ინდუსტრიულ პლატფორმაზე წარსადგენად, სახელწოდებით – Meeting on the bridge. ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„წელს BIAFF ინდუსტრიის პლატფორმა „ალტერნატიული ტალღაში“ გვქონდა შესაძლებლობა, გვემუშავა საქართველოდან ცხრა შერჩეული ფილმის ავტორებთან. არაჩვეულებრივი ფორმატის მიუხედავად, ჩვენ ეს შევძელით. მადლობა ყველა მონაწილესა და ექსპერტს“! – აღნიშნავენ ორგანიზატორები.
BIAFF 2020 – კინოფესტივალის ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა” წელს კომბინირებულ ფორმატში (ფიზიკური სივრცე + ონლაინსივრცე) – 29 ოქტომბერი – 1 ნოემბრის პერიოდში ჩატარდა.
BIAFF ინდუსტრიული პლატფორმა „ალტერნატიული ტალღა” უკვე 6 წელია ტარდება BIAFF ფესტივალზე. პროექტს კოორდინაციას უწევენ ქართველი პროდუსრები – ლაშა ხალვაში და თინათინ ყაჯრიშვილი. „ალტერნატიული ტალღა” წარმოადგენს ფესტივალის მნიშვნელოვან ნაწილს, რადგან იგი ქმნის ეფექტურ პლატფორმას ქართველი და საერთაშორისო კინოინდუსტრიის წარმომადგენლების თანამშრომლობისთვის და შესაძლებლობას აძლევს ქართველ კინემატოგრაფისტებს, მიიღონ პროფესიონალური მხარდაჭერა ახალი კინოპროექტების შემუშავებაში საერთაშორისო ექსპერტებისგან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები