დღეს გამოვლენილი 2 295 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 989 შემთხვევა, აჭარაში – 387, იმერეთში – 387

დღეს გამოვლენილი 2 295 შემთხვევიდან თბილისში დაფიქსირდა 989 შემთხვევა, აჭარაში – 387, იმერეთში – 387, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან კორონავირუსთან დაკავშირებით უახლეს სტატისტიკურ მონაცემებსა და ბოლო 24 საათში მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.

„დღეის მდგომარეობით, 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 2 295 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 46 817-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებული ადამიანების ზრდის კუთხით დღეის მდგომარეობითაც ვინარჩუნებთ პოზიტიურ დინამიკას. კერძოდ, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2 537 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 31 170-მდე გაიზარდა.

სამწუხაროდ, 24 საათში გარდაიცვალა 19 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 ადამიანი, აჭარაში – 9, იმერეთში – 6, შიდა ქართლში – 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 381 გარდაცვალების შემთხვევა.

დღეს გამოვლენილი 2 295 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში – 387, იმერეთში – 387, ქვემო ქართლში – 166, შიდა ქართლში – 133, გურიაში – 27, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 97, კახეთში – 47, მცხეთა-მთიანეთში – 33, სამცხე-ჯავახეთში – 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – არ დაფიქსირებულა შემთხვევები.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 240. 4 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 117, აჭარაში – 690. მძიმე პაციენტი გვყავს 569, მათ შორის, თბილისში – 283, აჭარაში – 84. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 238 პირი – მათ შორის, თბილისში – 119, აჭარაში – 72. 2 428 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 180 – აჭარაში, ხოლო 878 – თბილისში. 8 457 პირი მკურნალობს ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში გვყავს 3 004 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 612, აჭარაში-1 392.

სულ 6 ოქტომბრიდან – 3 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 11 723 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 330 პირი, საიდანაც თბილისში – 2 735, აჭარაში – 12 427, იმერეთში – 4 025″, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები