„უკრაინის მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია“

   არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქეს“ დამფუძნებელმა და საქართველოს ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა “მოქალაქეს“ პრეზენტაციაზე ჟურნალისტებთან უკრაინაში მიმდინარე პროცესები შეაფასა.
„უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ძალიან შემაშფოთებელია. კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ ამ მოვლენებს ადამიანების სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინა ჩვენი მეგობარი სახელმწიფოა. ისიც სამწუხაროა, რომ უკრაინამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ხელი ვერ მოაწერა. ჩვენ ეს პროცესი ძალიან გაგვიიოლებდა ხელის მოწერას. მე პოლიტიკაში არ ვარ და უფრო ღრმად ვერ წავალ ამ საკითხზე საუბრით. იმდენი პრობლემა გვაქვს საქართველოში, თავს უფლებას არ მივცემ, სხვა ქვეყნებს იმ პროცესებზე მივუთითოთ, რა პროცესებიც ჩვენთვის შეიძლება მოსაწონი და დემოკრატიული არ იყოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
ამასთან, როგორც პრემიერმა დასძინა, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი აუცილებლად მოეწერება და ამ პროცესის შეფერხებას ვერანაირი ძალა ხელს ვერ შეუშლის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები