„ეს პარტიები პარლამენტში არშესვლით კარგავენ ამომრჩეველს და საკუთარი ხელითვე ანადგურებენ მათივე მრავალპარტიულობის მოთხოვნას”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი სოცქსელში წერს.
მისი თქმით, პატარა და ახალგაზრდა პარტიების მხარდამჭერები იმედგაცრუებულნი არიან, რადგან მათ ეგონათ, რომ ეყოლებოდათ საკუთარი წარმომადგენლები, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ,,ნაციონალური მოძრაობისთვის” დაუჭერიათ მხარი.
„შედეგად, ეს პარტიები პარლამენტში არ შესვლით: 1. კარგავენ ამომრჩეველს, ვინაიდან მათი ამომრჩევლისთვის მიუღებელია ,,ნაცმოძრაობა”, რაც საბოლოოდ – კარგია; 2. საკუთარი ხელითვე ანადგურებენ მათივე მრავალპარტიულობის მოთხოვნას, რაც ცუდია, ვინაიდან ხელს უშლის მრავალფეროვან წარმომადგენლობას”, – წერს ანრი ოხანაშვილი.