“ვენაში თავდასხმა რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა, რომელშიც რამდენიმე პირი მონაწილეობდა”

ვენის ქუჩებში სროლები გრძელდება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს ვენის ქუჩებში ათამდე შეიარაღებული თავდამსხმელი 6 სხვადასხვა ლოკაციაზეა მობილიზებული. კვლავ ისმის სროლებიც.

გავრცელებული ინფორმაციით, ისვრიდნენ კაფე “ევროპასთან” და  “შტეფანსფლაცზე”. მოკლულია 1 პოლიციელი და 7-მდე მოქალაქე, დაშავებულია 15-ზე მეტი ადამიანი.

ვითარება რჩება მძიმედ.

პოლიცია მოქალაქეებს სახლებში გამოკეტვისკენ მოუწოდებს.

”დარჩით სახლში, არ მიხვიდეთ ფანჯრებთან, არ გაუღოთ კარი არავის”, – აფრთხილებენ სამართალდამცავები მოსახლეობას.

ავრტიის ტერორიზმის-ექსპერტები აცხადებენ, რომ ქვეყანას მსგავსი შეიარაღებული თავდასხმა არ ახსოვს.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრმა მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მისცა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები